



ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. მსვლელობა, რომლის დროსაც ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააქვთ, დღესაც გაიმართა.
ტაძარში საზეიმო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
საზეიმო მსვლელობას მრევლთან ერთად ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოვიდნენ.