29 იანვარი 2023,   17:36
ვრცლად
რუსთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძლიერი ქარის შედეგად აპრილსა და ივნისში რუსთავში ჯამში 160-მდე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.

დღეისათვის გადახურვის სამუშაოები 50 მისამართზე უკვე დასრულებულია, თუმცა სხვა კორპუსებში პროცესი გრძელდება.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 800 ათასი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები