29 იანვარი 2023,   16:55
ვრცლად
"პურის ფულს ვაკეთებ, სახლში რომ წავიღო... ორი ავადმყოფი შვილი მყავს"- გორში გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ

გორში, გურამიშვილის ქუჩის გარემოვაჭრეები კვლავ მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. ამ მიზნით დღეს რამდენიმე გარემოვაჭრე შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ შეთავაზებული ალტერნატიული ფართი არ აწყობთ და ვაჭრობის გაგრძელება კვლავ ქუჩაში ტროტუარზე ურჩევნიათ. ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, რადგან ერთი აქციის მონაწილე ცუდად გახდა.

"პურის ფულს ვაკეთებ, რომ სახლში წავიღო, ორი ავადმყოფი შვილი მყავს, ჩემი მოსავლელები არიან ისინი...კაპიკი ფული არ მაქვს, რა წავიღო სახლში?! "-ამბობს გარემოვაჭრე ფატი ფარეხელაშვილი.

გარემოვაჭრეები მთავრობას სთხოვენ, მისცენ რამდენიმე თვე, რათა უკვე შეძენილი პროდუქცია გაყიდონ. 

დღის ამბები