



რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენი" დასრულდა. ფესტივალის მეორე დღეს, რუსთავის საფესტივალო სივრცე არტ-გენს მასპინძლობდა. საღამო კი "სუხიშვილების" კონცერტით დაიხურა.
ახალი საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი" რუსთავში წელს პირველად გაიხსნა და მომავალში ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.