04 თებერვალი 2023,   06:50
ვრცლად
20 წლის ფეხბურთელის კოვიდით გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა, ექიმების გვარებს, რომლებსაც მისი შვილის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს, საქმეზე დაწყებული მოკვლევის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენას უკვე 10 თვეა ცდილობს. ის ექიმებს პნევმონიის დროს აკრძალული მედიკამენტის გამოყენებასა და სამედიცინო ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს.

სადაო მკურნალობის კურსი, ახალგაზრდა ფეხბურთელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უტარდებოდა. პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის გართულებებით კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს.

უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს შუალედური დასკვნა, სადაც საუბარია 7 ექიმის შესაძლო გადაცდომასა და სამედიცინო დოკუმენტაციის ხარვეზებით შევსებაზე.

რეგულირების სააგენტოს მოკვლევის გარდა, საქმეზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქმეში მთავარი მტკიცებულებები, სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დასკვნების გარდა, ექიმების ჩვენებები იქნება.

დღის ამბები