



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 45 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ "მართვეს" სასცენო სამოსი გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ანსამბლ "მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი და ანსამბლის წევრები ესწრებოდნენ.
ანსამბლისთვის კომპანია "ფაფანაკი" მიერ 50 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი „კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეიკერა.
2 ივლისს გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში ანსამბლის "მართვე", როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც ანსამბლი ახალი სამოსით წარდგება.