05 დეკემბერი 2022,   04:16
ვრცლად
ალტ-ინფოს ლიდერები, სავარაუდოდ, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს - სამართალდამცველებმა გვიან ღამით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

"ალტ-ინფოსა" და მისი სატელიტი პარტიის ლიდერები, ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ, დააკავეს.

"უახლესი ინფორმაციით სამართალდამცავებმა პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს" – ინფორმაციას თავად ალტ-ინფო ავრცელებს. 

ამასთან, გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს ზურა მახარაძის დაკავება. ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები სხვა პირებთან ერთად მაშინ დააკავეს, როდესაც პრაიდის ფესტივალის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ. "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე საერთო ჯამში წუხელ გვიან ღამით 26-მდე პირი დააკავეს. ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

დღე თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

დღის ამბები