26 სექტემბერი 2026,   16:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ლენტეხში ესაჭიროებოდათ სპორტული ინვენტარი, აქ მომავალი თაობა ვარჯიშობს, რომელიც მართლა ღირსეული მოქალაქეები უნდა იყვნენ - ვარლამ ლიპარტელიანი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ. ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი ესწრებოდნენ.

სპორტული ინვენტარის საჭიროების საკითხი ლენტეხელმა ახალგაზრდებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრებისას წამოჭრეს.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სპორტის სამინისტროს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ლენტეხში ესაჭიროებოდათ სპორტული ინვენტარი. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს ჩართულობისთვის, ასევე ძალოსნობის ფედერაციას, მათი დახმარებით აღიჭურვა ეს დარბაზი და ჩვენ ვხედავთ, რამდენი ახალგაზრდა ვარჯიშობს.

აქ მომავალი თაობა ვარჯიშობს, რომელიც მართლა ღირსეული მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ არაერთი ჩემპიონი აღიზრდება. ჩვენი გუნდის, "ქართული ოცნების" ხელშეწყობა ყოველთვის იქნება მათთვის, რადგან ჯანსაღი და წარმატებული მომავალი თაობა ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას,"- აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

დღის ამბები