09 ივნისი 2023,   04:54
ვრცლად
დაპირისპირება ხაშურის სტადიონზე - დაშავებულია ფეხბურთელი, გუნდებს კი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

დაპირისპირება ხაშურის სტადიონზე. დაშავებულია ფეხბურთელი. გუნდებს კი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

ინციდენტი ხაშურის "ივერიისა" და თბილისის "გლდანის" ფეხბურთელების მატჩის დროს მოხდა. სპორტსმენების გარდა დაპირისპირებაში გულშემატკივარიც ჩაერთო.

ხმაურის მიზეზი თამაშის ბოლო წუთზე ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ სტადიონზე მინის ბოთლის სროლა გახდა. ბოთლი "გლდანის" მეკარემ უკან, ტრიბუნიკენ გაისროლა, თუმცა ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები