15 ივნისი 2026,   06:00
ვრცლად
თბილისში ორი პირი დაჭრეს - დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული

თბილისში ორი პირი დაჭრეს - დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ისინი, ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

მედიკოსების განცხადებით, დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიღმის მასივში 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს საღამოს დაუპირისპირდა. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები