15 ივნისი 2026,   01:16
ვრცლად
ბათუმში, სავარაუდოდ, "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

სავარაუდოდ, ყაჩაღობის მცდელობა მოხდა ბათუმში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში.

წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ბანკში შევიდა და ფულის წაღება სცადა, თუმცა თანამშრომლებმა განგაშის ღილაკის ჩართვა მოახერხეს, რის გამოც, თავდამსხმელმა დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა.

ადგილზე იყო იარაღის გასროლის ხმაც. "კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დეტალებს არკვევს.

 

დღის ამბები