პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული 27 წლის როზეტა ყალიჩავა სამეგრელოში გადაასვენეს. დანაშაულზე პოლონეთში გამოძიება უკვე დაწყებულია - ქალაქ ლოძის პროკურატურამ, ყალიჩავას ქმარს მკვლელობის მუხლით ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიებამ გამოკითხა მოკლული ქალის ძმაც. ამ დროის ოჯახს გარკვეული მოთხოვნები აქვს.
"ყველას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ შვილისშვილების ჩამოყვანაში. იმას ყველანაირი უფლება უნდა ჩამოერთვას, ის ხომ ადამიანი არ არის, მაგ შვილების გამზრდელია", -აცხადებს როზეტა ყალიჩავას მამა.