27 იანვარი 2023,   21:21
ვრცლად
"დასკვნა შესაძლებელია გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების" - "ვივამედში" ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები მივიდნენ

"ვივამედში" ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები მივიდნენ. ისინი მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.

ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის შესწავლის შემდეგ დადებული დასკვნა შესაძლებელია გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების.

"საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტურობას - რამდენად ეფექტური იყო პენიტენციური სამსახურის განხორციელებული მკურნალობა და რეაბილიტაცია, რამდენად ადეკვატური იყო მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რამდენად აქვს შესაძლებლობა პენიტენციურ სამსახურს განახორციელოს ეფექტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, იგი შესაძლებელია გახდეს საფუძველი, რათა სასამართლოში წარიმართოს პროცესი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამასთან, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გამოყოს ექსპერტები, რომლებიც ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ და დასკვნას ერთობლივად დადებენ.

დღის ამბები