28 სექტემბერი 2026,   14:31
ვრცლად
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო, გამოძიება დაიწყო

13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, შვედეთის პარლამენტში, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს.

სომალური მედიის ინფორმაციით, ახლად არჩეულ ჯგუფში შედიან "მწვანეთა პარტიის" წევრები: ლეილა ალი ელმი, მურსალ ისა და მოჰამედ აბდუქანი. გარდა ამისა, "მემარცხენე პარტიიდან" მანდატები ილიას ჰასანმა და მოჰამედ აბდუქარდირ ალიმ მოიპოვეს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ შვედეთის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სტოკჰოლმის პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მოკვლევა ხუთი საჩივრის მიღების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ამომრჩეველზე ზეგავლენასა და ხმების სავარაუდო მოსყიდვას ეხება.

მედიის ცნობით, საქმეში გამოძიების მთავარი მოქმედი პირი "მემარცხენე პარტიის" დეპუტატობის კანდიდატი მოჰამედ აბდუკარდირ ალი გახდა, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენში პარტიის სხვა წარმომადგენლებს მოულოდნელად გაუსწრო.

 

დღის ამბები