28 სექტემბერი 2026,   15:53
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაახლოებით 400-მდე ოქმია შედგენილი, რომელთა უმრავლესობაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები - ნათია გიგლემიანი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა დავით ძოძუაშვილი, რომელიც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა.

მანამდე, გაიმართა დავით მახარაძის პროცესი. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს. სხდომა გადაიდო.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ნათია გიგლემიანის განცხადებით, როდესაც კომენტარები ცდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს, ის შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაახლოებით 400-მდე ოქმია უკვე შედგენილი აღნიშნულ საქმეებზე. უმრავლესობაზე უკვე მიღებული არის გადაწყვეტილებები საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ მაშინ, როდესაც კომენტარები ცდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს, ის შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს", - განაცხადა ნათია გიგლემიანმა.

დღის ამბები