ხანძარი იყო ბათუმში. ცეცხლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში სახლს გაუჩნდა. დაიწვა 2 ბინა.
მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც სასწრაფოს ექიმებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
ბათუმის მერია დაზარალებულებს ქირით გაყვანას სთავაზობს.