არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების სავარაუდო ფაქტზე პოლიციამ 60 წლამდე მამაკაცი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით კაცმა 11 წლის ბიჭზე იძალადა. ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ძალადობა გარკვეული პერიოდის წინ მოხდა, თუმცა ბიჭმა დედას ეს ცოტა ხნის წინ გაუმხილა.
ოჯახი "კურიერთან" დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა სავარაუდო დამნაშავესთან ნაცნობობას ადასტურებენ:
"გუშინ წინ დაიჭირეს, ვიცნობდით, მეტს არაფერს არ გეტყვით, ფაქტი ადრე მოხდა," - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
რაც შეეხება გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული მამაკაცის მხარეს, ისინი კომენტარს არ აკეთებენ.
თანასოფლელების თქმით, მათ მომხდარის დაჯერება უჭირთ, თუმცა თუ აღნიშნული დადასტურდა დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.