15 ივნისი 2026,   00:59
ვრცლად
დავით და გუგა კაკულიებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ძმებს დავით და გუგა კაკულიებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატი ითხოვდა გირაოს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დღეს რამდენიმე ახალი გარემოება გახდა ცნობილი, როგორც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის, ასევე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებითაც. 

მოსამართლის განცხადებით ბრალდებულების პატიმრობა მათი დაკავების მომენტიდან აითვლება.

საქმის პროკურორმა აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა მიმალვის და მტკიცებულებების შესაძლო განადგურების საფრთხით დაასაბუთა, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა, ეს შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. 

საგამომძიებლო უწყების წარმომადგენლის მხრიდან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლის შემდეგ ძმებმა ტერიტორია ტაქსით დატოვეს. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე სწორედ ეს ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულები ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით წაიყვანა. 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც დაკავებულებს ბრალდება არ აქვთ წარდგენილი, თუმცა ფიგურანტებად ითვლებიან, კიდევ ერთი ახალი გარემოება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მკვლელობის დღეს ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ.

დღის ამბები