27 ივნისი 2022,   05:53
ვრცლად
სროლა ფანასკერტელის ქუჩაზე - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ფანასკერტელის ქუჩაზე სამართალდამცავები იმყოფებიან. პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, რომლებმაც რამდნიმე გასროლის ხმა გაიგეს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია, რა მოხდა, დაიჭრა, ან დაშავდა თუ არა ვინმე.

შსს-მ გამოძიება დაიწყო იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით.

დღის ამბები