30 ივნისი 2022,   01:22
ვრცლად
მესმის რთულია, მაგრამ აუცილებელია, რუსეთმა ყველაფერი დაკარგოს, რუსეთის ქცევა სხვა აგრესორებს წახალისების საფუძველს აძლევს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მიმდინარე "მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის" მონაწილეებს მიმართა. ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სანქციების გამკაცრებისკენ და, ასევე, დაწესდეს სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე.

უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს დახმარებას ომის შემდგომ დანგრეული ქალაქების რეკონსტრუქციაშიც.

"როცა მე ახლა აქ ვლაპარაკობ, უკრაინაში რუსები ხალხს კლავენ. თქვენ ნახეთ როგორ შეიცვალა დავოსში რუსების სახლი და იქცა ომის დამნაშავის სახლად. ეს ყველაფერი მათი ქმედებების შედეგია, ისინი მსოფლიო კრიმინალები არიან. რუსეთის ქცევა სხვა აგრესორებს წახალისების საფუძველს აძლევს. მესმის რთულია, მაგრამ აუცილებელია რუსეთმა ყველაფერი დაკარგოს.

ვერ მოვისმენთ სიტყვებს თითქოს უკრაინა ვეღარ გაძლებს, გაიხსენეთ რამდენი ხანია რუსულ არმიას ასეთ წინააღმდეგობას ვუწევთ. რუსეთის წინააღმდეგ უნდა მოხდეს უმკაცრესი სანქციების იმპლემენტაცია. ომის შეჩერების შემდეგ გარანტიები უნდა შეიქმნას, რომ რამდენიმე თვეში იგივე არ განმეორდება, როგორ და რა გზით შეიძლება სიტუაციის ცვლილება და ასეთი აგრესიის პრევენცია.

ნუ დაელოდებით რომ რუსეთი ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რუსეთს დაუყონებლივი შედეგები უნდა დაუდგეს, ეს უნდა იყოს რუსული ნავთობის სრული ემრაგო, ყველა ბანკის დაყადაღება. რუსული ბაზრიდან ყველა უცხოური კომპანია უნდა გავიდეს, რადგან ისინი ომის დამანაშვეები არიან და მათი ინტერესები სისხლიანია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, მოვახდინოთ ქვეყნის რეკონსტრუქცია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები