30 ივნისი 2022,   01:48
ვრცლად
6 მამაკაცის სასტიკი მკვლელობის ისტორია - "კურიერი" ჩერნიჰივის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა, სადაც რუს სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ჩერნიჰივის (ჩერნიგოვი) ოლქის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა, რომელიც ომის პირველი ფაზის დროს თვეზე მეტ ხანს იყო ოკუპირებული. სხვა ოლქებისა და ქალაქების მსგავსად, აქაც მასობრივად ხდებოდა ომის დანაშაულები.

"კურიერის" კორესპონდენტი​ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას შეხვდა, მათზე რუს სამხედროებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

"რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფთან, დაღუპული ახალგაზრდების დედები, რუსი სამხედროების მიერ საზარელ დანაშაულებზე საუბრობენ.

"6 ადამიანი მოკლეს, ჩემი ერთი შვილი ჩაცხრილეს, ტყვია თავში ესროლეს, მეორეს კი სამი ჭრილობა ყელში დანით მიაყენეს. დრონით გადაუარეს სოფელს, შემდეგ ბიჭები გაიყვანეს. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. მეზობელმა დაგვირეკა, სამხედროებმა თქვეს დავხოცეთ თქვენი ბიჭები და წაიყვანეთო. 8 დღის მერე მოგვიყვანეს რუსებმა და ამის შემდეგ შევძელით დაკრძალვა. მათ არაფრის გამო სცემეს, სამხედრო არცერთი იყო, თანასოფლელები იყვნენ," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები