28 მაისი 2022,   05:59
ვრცლად
კრემლის მოთხოვნით მესამედ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა - მოსკოვი უკრაინას ამჯერად ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

კრემლის მოთხოვნით მესამედ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მოსკოვმა უკრაინა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე აცხადებს, რომ მათ ამერიკულ სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამებზე ახალი მტკიცებულებები აქვთ. იქამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის ხელისუფლება და ფარმაცევტული კომპანიები უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა.

საბჭოს წევრებმა კრემლის განცხადებები დაგმეს და მტკიცებულებებს არაფრის მთქმელი უწოდეს. 

დღის ამბები