საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Financial Times სტატიას ამზადებს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეწვია.
სიმონ ჯეიმს ასბორნი ტურის მანძილზე თბილისს დაათვალიერებს და სვანეთს ეწვევა, სადაც სამთო კურორტებს, სვანეთის სოფლებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობა. რეპორტიორი ზამთრის კურორტების შესახებ Financial Times-ის როგორ ბეჭდური, ასევე ონლაინ გამოცემისთვის ვრცელ სტატიას მოამზადებს.