10 ოქტომბერი 2026,   16:29
ვრცლად
"ეს პროცესი დაიწყო 2019 წელს" - სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

რუსეთთან რძის ექსპორტის საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მინისტრის თქმით, ექსპორტთან დაკავშირებით, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა რუსეთ-უკრაინის ომის დროს.

"ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ჩვენს მეწარმეებს სხვადასხვა ბაზრებზე წვდომაში, ევროკავშირი იქნება, აშშ, ჩინეთი თუ სხვა ნებისმიერი ბაზარი. ეს პროცესი დაიწყო 2019 წელს და იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი მეწარმეებისთვის, მათივე თხოვნით ხელი შეგვეწყო სხვადასხვა ბაზარზე წვდომაში და არა ახლა, როგორც ამის წარმოჩენა მოხდა, სამწუხაროდ, ძალიან რთული ფორმებით,"- აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

დღის ამბები