01 ოქტომბერი 2026,   19:59
ვრცლად
შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ, მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა - თამარ გაბუნია

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით, თითქმის 10 000-ით ნაკლებია. სპეციალისტები ფიქრობენ რომ მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდება კლების ტენდენცია. 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვითარება ქვეყანაში მართვადია და დღეს კოვიდ მიმღებ განყოფილებებში 6 ათასამდე პაციენტი იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 ათასამდე თავისუფალი ადგილი ისევ არის. 

"დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე, თუმცა მაინც კვირის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება, მართვადია ეს ყველაფერი და ასევე, პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს. შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ, დაახლოებით მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა, თუმცა ჯერ, რა თქმა უნდა, ადრეა და რთულია ამაზე საუბარი,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები