25 ივნისი 2022,   15:24
ვრცლად
ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს.

გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე სამუშაოები ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე მონაკვეთზე შესრულდება.

"თელავის ქუჩამდე გადაკეტილია მოძრაობა და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი გამოცვლა. წყლის მილები, სანიავღვრე სისტემა, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ამ გამზირზე იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა, ჩავარდნილი მონაკვეთები, დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. აბსოლუტურად ყველაფერი მოწესრიგებული იქნება," - განმარტავს თბილისის მერი.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, გარდა ამისა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება.

დღის ამბები