17 იანვარი 2022,   01:28
ვრცლად
ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გუშინ ქუთაისის მერიასთან დააკავეს, წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ზაალ კუხიანიძეს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.

ადვოკატის ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. კუხიანიძის დაკავებას უსამართლოს უწოდებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ და ამის გამო არ უნდა იჭერდნენ.

დღის ამბები