28 იანვარი 2022,   21:15
ვრცლად
"შემაშფოთებელი" შტამი 50-მდე მუტაციით - რა საფრთხე ემუქრება საქართველოს "ომიკრონის" გავრცელების შემთხვევაში

კორონავირუსი მსოფლიოს ახალი სახელით უტევს - B.1.1.529 შტამი, რომელიც რამდენიმე მუტაციას აერთიანებს, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს. საქართველოში ვირუსის აფრიკული ვარიანტი ანუ "ომიკრონი" ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ექიმები რისკებზე უკვე ალაპარაკდნენ.

სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ პროგნოზების გაკეთება საქართველოში ახალი ვარიატნის გავრცელების მიმართულებით. როგორც ისინი ვარაუდობენ, თუკი "ომიკრონი" უფრო მეტად გადამდებია ვიდრე დელტა, ქვეყანას კიდევ უფრო მეტად ძლიერი ტალღა დაემუქრება. 

"ამ ვარიანტს ჯანმომ ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, ვარიანტი და ასევე, მოულოდნელად მისცა სახელი "ომიკრონი". ესეთი სწრაფი რეაგირება ჯანმოს არ მოუხდენია არც ერთ მუტაციაზე. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია, დღეისათვის ითვლება, რომ ამ ვარიანტს გააჩნია 50-მდე სხვადასხვა მუტაცია. თუ "ომიკრონი" უფრო მეტად გადამდებია ვიდრე დელტა, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო რამდენიმე კვირის წინ, მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად ძლიერი ტალღა დაემუქრება," - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები