28 იანვარი 2022,   21:14
ვრცლად
61 გარდაცვლილი და 4 058 ინფიცირებული - კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 058  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 157 პირი.

22 ნოემბერს საქართველოში სულ 53 440 ტესტი ჩატარდა. ასევე, ბოლო 24 საათში სულ 10 179 აცრა გაკეთდა. 

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი  7,59%-ს, ბოლო შვიდი დღის კი 9,03%-ს შეადგენს.

2020 წლის 11 მარტიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკის ჯამური მონაცემი კი ასეთია:

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458 და გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.

გუშინ, კი 26 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები