28 იანვარი 2022,   20:13
ვრცლად
ჯანმომ კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონი" დაარქვა და "შემაშფოთებელი" კლასიფიკაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს გამართულ საგანგებო სხდომაზე კორონავირუსის ახალი შტამს კლასიფიკაცია - "შემაშფოთებელი" მიანიჭა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იტყობინება.

ახალი შტამის B.1.1.529-ის სახელია "ომიკრონი".

"ამ ვარიანტს აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შეშფოთებას იწვევს. წინასწარი მტკიცებულებებით სავარაუდოა, რომ არსებობს ამ ვარიანტებით ხელახალი ინფიცირების მეტი რისკი სხვა მსგავს შტამებთან შედარებით. ამ ვარიანტის შემთხვევების რიცხვი იზრდება სამხრეთ აფრიკის თითქმის ყველა პროვინციაში,"- აცხადებენ ჯანმოში.

ჯანმო-ს კლასიფიკაციის მიხედვით, კორონავირუსის მხოლოდ ოთხი შტამია კლასიფიცირებული, როგორც "შემაშფოთებელი": "ალფა" (ბრიტანული ვერსია), "ბეტა" (სხვა ვარიანტი სამხრეთ აფრიკიდან), "გამა" (ბრაზილიური შტამი) და "დელტა". რომელიც ახლა დომინანტი შტამია მსოფლიოში.

დღის ამბები