09 დეკემბერი 2021,   02:18
ვრცლად
დადასტურდა, თუ არა საქართველოში AY.4.2 - რას ამბობს ამირან გამყრელიძე რუსეთში გავრცელებულ ახალ საშიშ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული ახალ საშიშ შტამი - AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

"ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც "დელტას" ნაირსახეობაა "დელტა +", მაგრამ ის "დელტა+" არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია.

რაც მეტი იმუნური ფენით შევხვდებით ამ ახალ შტამს, მით ნაკლებად დაგვაზიანებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სააკონრდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. მარათონის გარდა ასევე მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან. სწორედ მათთან მიმართებით არის ინფიცირების ყველაზე მარალი რისკი," - განაცხადა ტიკარაძემ.

დღის ამბები