04 დეკემბერი 2021,   15:34
ვრცლად
"ამ ორი მძიმე ინფექციის ერთმანეთზე თანდართვა დიდი დარტყმა იქნება" - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ

დაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი რეგულაციები - საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. მეხუთე ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადებულია. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე კვირას ახალი ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი ისევ 5 ათასამდე იქნება, ეპიდემიოლოგები მძიმე ნოემბერს პროგნოზირებენ. 

ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება.

"ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ მივიტანოთ მათთან ის მთავარი მესიჯი, რომ ვაქცინა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან ბრძოლის საშუალებას.

მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის, გრიპი და ამ ორი საკმაოდ მძიმე ინფექციის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

 

დღის ამბები