საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ხმა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას მისცა.
"მე ხმა მივეცი საქართველოს ხვალინდელ დღეს, საქართველოს მომავალს, სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.
რასაკვირველია, დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ.
ნათია თურნავა ხმის მისაცემად ვაკის საარჩევნო ოლქში შვილთან ერთად მივიდა.