19 ოქტომბერი 2021,   21:28
ვრცლად
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საჭირო აქტივობას, რასაც ეპიდსიტუაცია მოითხოვს - ეკატერინე ტიკარაძე

ვაქცინაციის ტემპები საგანგაშოდ შემცირდა! - ბოლო 4 დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 54 784 ადამიანი აიცრა. ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ ეს ტემპი ასე გაგრძელდა, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წანაშე აღმოჩნდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიის დამარცხებაში ვაქცინას დიდი როლი აქვს. 

"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საჭირო აქტივობას, რასაც ეპიდსიტუაცია მოითხოვს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორი გაცვლა სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლებს შორის. უნდა მოხდეს მოსახლეობის სწორი დარწმუნება, რამდენად დიდია ვაქცინის როლი პანდემიის დამარცხებაში,"- აცხადებს ტიკარაძე. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ნომერ პირველი საკითხია ყველაფრისთვის.

"ვაქცინაცია არის ნომერ პირველი საკითხი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ეს არის დაკავშირებული მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის ეკონომიკასთან და განათლებასთან,"- აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 12-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 12 778 ადამიანი აიცრა.

მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აიცრან.

დღის ამბები