18 ოქტომბერი 2021,   12:08
ვრცლად
ვინ არიან ძმები, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და სარწყავ არხში ჩააგდეს -"კურიერმა" მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი, დღეს ხელ-ფეხ შეკრული და სხეულზე ქვებმობმული, მდინარე ალგეთში, მკვდარი იპოვეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაული მოკლულის და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრის ურთიერთობას უკავშირდება.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულში მცხოვრები ძმები - ოსმან ტალიბოვი და ომარ გოჯაევი დააკავეს. დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დაკავებულ ძმებს მარნეულში კარგად იცნობენ. მათგან ერთ-ერთი, 29 წლის ოსმან ტალიბოვი, წარსულში ასევე ძალადობრივი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

28 წლის ჯავით ჩოვდაროვი სამარშუტო ტაქსის მძღოლი იყო და დმანისი-მარნეულის მარშუტზე მუშაობდა. ახლობლები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 




დღის ამბები