19 ოქტომბერი 2021,   22:32
ვრცლად
საბურთალოზე ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატმა სუსთან აქცია-პერფორმანსი გამართა

მორიგი აქცია-პერფორმანსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - მიზეზი კვლავ 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებია, რომელიც, სავარაუდოდ, სუსის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

ამჯერად საბურთალოზე ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბორის ყურუამ სუსის შენობასთან სინთეზატორი მიიტანა და სიმბოლური მელოდია შეასრულა.

"გამომდინარე იქიდან, რომ სუსი ყველას გვისმენს, გადავწყვიტე, რომ სუსის მუსიკალური სმენა შემემოწმებინა და ამისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის პიანინო. მოვედი პიანინოთი, ჯერ მუსიკალური სმენა შევუმოწმე, შემდეგ კი შევასრულე მუსიკა ყველასათვის ცნობილი ფრანგული ფილმიდან "სათამაშო", გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანტორა არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ამ კაცს უნდა," - განაცხადა ბორის ყურუამ.

რამდენიმე დღის წინ ყურუა ოპოზიციის კიდევ ერთ კანდიდატ, ნიკა მოსიაშვილთან ერთად სამართალდამცველებმა ამავე ადგილას ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მაშინ სუსთან მათ "შკოდა" მიიყვანეს და დალეწეს.

დღის ამბები