19 ოქტომბერი 2021,   21:56
ვრცლად
"გავასაჩივრებთ ყველა განაჩენს" - მეგის ქარდავას დღეს ადვოკატი შეხვდება

რუსთავის ციხეში მოთავსებულ მეგის ქარდავას დღეს ადვოკატი მოინახულებს. ეს უკრაინიდან ექსტრადირებული მსჯავრდებულის ადვოკატთან პირველი შეხვედრა იქნება.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, უნდა შეთანხმდეს დაცვის სტრატეგია.

"შევხვდებით, ვისაუბრებთ მომავალ გეგმებზე, გავარკვევთ პოზიციას. რაც კი გადაწყვეტილება იყო, ჩვენს მიერ ყველა გასაჩივრდა. შესაბამისად, მე შეხვედრამდეც მჯერა, რომ ასე იქნება და გავასაჩივრებთ ყველა განაჩენს, რომელიც გამოტანილი იქნა უსამართლოდ სასამართლოს მიერ," - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია. იგეგმება ყველა განაჩენის გასაჩივრება. დაცვის მხარე არც ერთ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პირველი სხდომა, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის წამებას ეხება - ნოემბერში უნდა შედგეს.

დღის ამბები