19 სექტემბერი 2021,   05:24
ვრცლად
საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-8-დან მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადმოინაცვლა. 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია შეფასების გაუმჯობესების კომპონენტში სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის კომპონენტში.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში არის საკმაოდ მაღალი, ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ კომპონენტებს შორის, სადაც ჩვენ გაგვიუმჯობესდა ქულა, არის ერთ-ერთი რომელსაც ეწოდება სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის თავისუფლება. ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა, ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა და ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ," - აცხადებს ნათია თურნავა. 

დღის ამბები