24 სექტემბერი 2021,   18:45
ვრცლად
კლუბ "სფეროში" აცხადებენ, რომ გერმანელ დიჯეიზე თავდასხმისთვის დაკავებული მათი თანამშრომელი არ არის

ბათუმში ბერლინელი მუსიკოსის ცემის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ჰომოფობიური მოტივი საქმეში არ გამოკვეთილა. ფეის ფატალიმ, რომელსაც 30 ივლისს ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოკითხვისას უარყო დისკრიმინაციის მოტივითა და დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც უშუალოდ დაესხა თავს გერმანელ დიჯეის. თუმცა, როგორც კლუბის ადმინისტრაციაში ამბობენ, ეს პიროვნება არ არის ამ კლუბის დაცვის თანამშრომელი და არც კი იცნობენ მას.

დღეს კლუბში გაიხსენეს, რომ ინციდენტი მოხდა კლუბიდან 300 მეტრში და ირწმუნებიან, რომ ეს მათ წინააღმდეგ დაწყებული შავი პიარია კლუბის რეპუტაციის შესალახად.

"იყო სრული პროვოკაცია და საერთოდ არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რაც იყო ნათქვამი. უბრალოდ იყო პატარა შელაპარაკება, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა. 13-ში მოხდა უკვე ეს კონფლიქტი. შესაბამისად, აბსურდული განცხადებები გაკეთდა ამ დღეს. ხელი არავის შეხებია ჩვენი მხრიდან,"-აცხადებს კლუბ "სფეროს" მენეჯერი მაია ონიაშვილი.

დღის ამბები