24 სექტემბერი 2021,   19:31
ვრცლად
მდინარეში ავტომობილი გადავარდა - შემთხვევას სამეგრელოში 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში მდინარე ოჩხამურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები