26 სექტემბერი 2021,   16:34
ვრცლად
"ევროპა ჩვენი სახლიას" ინფორმაციით, გელათის მონასტერში მე-16 საუკუნის მხატვრობა ტაძრის ძირითად ნაწილში ჩამოიშალა - რას პასუხობს ტაძრის წინამძღვარი

გელათის მონასტერში ფრესკების დაზიანება გრძელდება - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია - "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს. მათი თქმით, ამჯერად, მე-16 საუკუნის მხატვრობა ტაძრის ძირითად ნაწილში ჩამოიშალა.

სამოქალაქო აქტივისტები, ტაძარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მე-12 საუკუნის ტაძრის განადგურება შეუქცევადი გახდა.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, საუბარია წმინდა მარინეს ეკვდერის ფრესკაზე, რომლის ფრაგმენტებიც დღეს ჩამოიშალა.

გელათის ტაძრის წინამძღვარი ფრესკის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დაზიანება ახალი არაა და ის გასულ წელს სახურავიდან ჩასულმა წყალმა გამოიწვია.

დღის ამბები