სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გასულ საღამოს "ფეისბუქზე" დადებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება ავტომობილი კურიერს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.