03 აგვისტო 2021,   00:02
ვრცლად
რა მახასიათებლები აქვს ინდოეთიდან გავრცელებულ ვირუსს - სპეციალისტების ვარაუდით, ინდური შტამი საქართველოში დომინანტი გახდება

ჩინურისა და ბრიტანულის შემდეგ საქართველოში გავრცელება ინდურმა შტამმა დაიწყო, ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული 18 მოქალაქეა, თუმცა ჯანდაცვის უწყება მისი გავრცელების მოცულობას უკვე 8 პროცენტით აფასებს.

არის თუ არა მზად ქვეყანა, ყველაზე სწრაფად გავრცელებად ვირუსის ტიპს გაუმკლავდეს და რა უნდა ვიცოდეთ ინდური შტამის შესახებ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში, ვირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვერსია ქვეყანაში დომინანტი იქნება - რისკების დასაზღვევად გამოსავალს  წერტილოვან შეზღუდვებსა და საყოველთაო ვაქცინაციაში ხედავენ.



 

დღის ამბები