23 ივლისი 2021,   23:47
ვრცლად
ეუთოს გენერალური მდივანი გორში იმყოფებოდა - ჰელგა მარია შმიდი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა

ეუთოს გენერალური მდივანი გორში იმყოფებოდა. ჰელგა მარია შმიდი შტატების ელჩთან და სახელმწიფო მინისტრთან ერთად სოფელ ციცაგიანთკარში წყლის სისტემის მოწყობის დასრულებული სამუშაოების გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი პრეზიდენტს და პრემიერსაც შეხვდება, ჩავა საოკუპაციო ხაზთან და მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

"მიხარია, რომ პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობის სშუალება მომეცა. დღეის შემდეგ, ადგილობრივები შეძლებენ ჯანსაღი წყლით სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, მაინც შესრულდა და არ შეჩერებულა. ეუთო მხარს უჭერს რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელებას,"-აცხადებს ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.

დღის ამბები