17 ივნისი 2021,   00:06
ვრცლად
სად და როგორ გაუჩნდა რეზო გაბრიაძეს მარიონეტების თეატრის შექმნის იდეა - ისტორია რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა "ღამის კურიერში" გაიხსენა

სად და როგორ გაუჩნდა რეზო გაბრიაძეს მარიონეტების თეატრის შექმნის იდეა. ეს ისტორია რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა "ღამის კურიერის" ეთერში გაიხსენა და მოჰყვა, როგორ ჩამოუტანა მისმა მამამ - ლომერ ახვლედიანმა რეზო გაბრიაძეს პირველი მარიონეტი ალეხანდრო:

"ჩვენ სახლში არის დიდი ბუფეტი, რომელიც დიდედაჩემის პაპამ ჩამოიტანა ნაწილ-ნაწილ ჩინეთიდან და 1902 წლიდან დგას ამ სახლში. ბევრი არაფერი ეტევა, მაგრამ  გამოქვაბულივით აქვს გამოღრუტნული, 70-იანების მეორე ნახევარში ერთხელ მოვიდა და თქვა, მე აქ თეატრი უნდა გავაკეთოო, სიცილი დააყარეს აქ ვინ შეეტევაო. დაფიქრდა და თოჯინები შეეტევაო, მაყურებელი იქნება არჩილი და ასტამურიო - ჩემი ძმა და კიდევ ერთი მაგათი მეგობრის შვილი, დონარა გაყიდის "სემიჩკას" და ნატა გაყიდის ბილეთებსო. ძალიან ბევრი იცინეს ამაზე, ამას იძახდა და იყო რაღაც გაუგონარი ფანტაზია... მერე 1977-ში მამა იყო მექსიკაში, რეზომ დააბარა, რომ ასეთი თოჯინები არსებობს - მარიონეტებიო, მიყიდე ერთი და ჩამომიტანეო და მამამ ჩამოუტანა ალეხანდრო, რომელსაც ჰქონდა 5 ძაფი სულ. ალეხანდრო ახლაცაა მუზეუმში მგონი. ეს იყო 1977-ში, 1981 გახსნა უკვე თეატრი," - აღნიშნა ნინო ახვლედიანმა.

 

დღის ამბები