20 ივნისი 2021,   04:27
ვრცლად
20 გარდაცვლილი, 1 806 ინფიცირებული და 1 144 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 317 719 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 144 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა - 297 676-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 227 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 324 , PCR ტესტით 13 856.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,41%, ბოლო 14 დღის -  5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%.

სულ აცრილია - 51 600, დღიურად აცრილია - 3 651.

დღის ამბები