23 მაისი 2022,   14:55
ვრცლად
კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება ქვეყანაში 50%-დან 70%-მდეა - ამირან გამყრელიძე

უახლესი ინფორმაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლი ავრცელებს - როგორც ამირან გამყრელიძე "კურიერთან" ადასტურებს, ქვეყანასში უკვე დაიწყო ბრიტანული შტამის გავრცელება და ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების, 50%-დან 70%-მდე ეს არის კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი. 

"საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბრიტანული შტამი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა. გაზრდილია დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც 2.85%-ს შეადგენს. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, უკვე აცრილია 16 694 პირი. 

დღის ამბები