19 აპრილი 2021,   06:28
ვრცლად
ყველა უდანაშაულოა - კრიპტოვალუტისა და საერთაშორისო თაღლითობის საქმის ადვოკატი

კრიპტოვალუტისა და საერთაშორისო თაღლითობის საქმე - დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და საქმეში მათ წინააღმდეგ მტკიცებულება არ დევს.

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გვიმყარებს ვარაუდს იმისას, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალადშერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ. აღნიშნული პირები, ვინც პასუხისგებაში არიან მიცემული, ყველანი უდანაშაულონი ბრძანდებიან," - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

საქმესთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხებს სძალავდა, ლატვიაში თანამზრახველი ჰყავდა. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. ოფიციალური ცნობით, დაზარალებულია 28 პირი, თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 2019 წელს, გაზაფხულზე, ლატვიაში მცხოვრები ალექსეი დემიდოვი დაჯგუფებას ევროპიდან კურირებდა. 

დღეს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე გრძელდება გამოძიება და რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები