"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის ნიკა მელიას გამოსახულების ბანერის მიმართულებით გასროლა მოხდა, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც პოლიციას ინფორმაციას აწვდის, ყვება, რომ კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მიმართულებით მოძრავი მანქანიდან ისროლეს ისე, რომ ავტომობილი არ გაჩერებულა. თვითმხილველის თმით, პისტოლეტიდან ნიკა მელიას ბანერის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განხორციელდა.
ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოღებულია.
ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. მათი შეფასებით, მომხდარი ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას უკავშირდება.