23 აპრილი 2021,   20:36
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერებას კანონი არ ითვალისწინებს - დიმიტრი გვრიტიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. მიმდინარე პროცესს საბჭოს წევრთა ნაწილი ეწინააღმდეგება, რომლის არგუმენტებსაც არასამთავრობო სექტორიც იზიარებს.

ბრალდებებს, სავარაუდო დარღვევებზე საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა, ის ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასახელებული არგუმენტებს საფუძველს მოკლებულს უწოდებს და ამბობს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში კანონში გაწერილი ყველა წესი სრულად გათვალისწინებულია, მათ შორის დარღვევები არ არის არც ვადებზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას კანონი არ ითვალისწინებს.

"რაც შეეხება შეჩერებას, ამგვარ შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა ის არგუმენტები, რასაც ასახელებს ქალბატონი ჯანეზაშვილი ეს არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ ფაქტობრივ საფუძველს, ამიტომ მე ისედაც ვერ ვხედავ პროცედურის შეჩერების საფუძველს. როგორც იყო რეკომენდაცია ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გონივრულ დროში გაგრძელდეს და დასრულდეს.

ჩემთან დაკავშირებით აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, ვინაიდან მე ვმონაწილეობ იმ პროცედურაში, რომელშიც კანდიდატი არ გახლავართ. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლურად მიმდინარეობს 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცედურა, მე როგორც კანდიდატი ვმონაწილეობ მხოლოდ ერთში," - განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. მისი განცხადებით, არის დარღვევები და ამ გზით მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდნენ. 

დღის ამბები